მაროკოში შეკრებილმა „სირიის მეგობრების ჯგუფმა“ სირიის ოპოზციური კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად სცნო.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით,მაროკოში შეხვედრას 130 ქვეყნის წარმომადგენლი,მათ შორის 60 მინისტრი ესწრებოდა.
„სირიის მეგობრების ჯგუფმა“კიდევ ერთხელ მოუწოდა ბაშარ ასადის რეჟიმს გადადგომისკენ და აღნიშნა, რომ მისი რეჟიმი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასადის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას შეეცდება საკუთრი ხალხის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზულ რეაქციას გამოიწვევს.
სირიის ოპოზიციური კოალიცია 2012 წლის 11 ნოემბერს დოხაში შეიკრიბა,მას სათავეში აჰმედ ალ-ხატიბი ჩაუდგა.
მაროკოში შეკრებამდე სირიის ოპოზციური კოალიციის ლეგიტიმურობა უკვე სცნეს, ევროკავშირის ქვეყნებმა, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, თურქეთმა და ამერიკამ.