ვენესუელის პარლამენტის განცხადებით, ხმები ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კოლუმბიაში გავრცელებული ხმები უგო ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ხმებს სპეციალურად ავრცელებენ“,–განაცხადა ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა დოსდადო კაბელომ.
ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, კუბაში ჩატარებული ოპერაცია ვენესუელის პრეზიდენტმა ნორმალურად გადაიტანა, „თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება“,-აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს ონკოლოგიური ოპერაცია რამდენიმე დღის წინ კუბაში ხერხემალზე ჩაუტარდა. ეს ჩავესის უკვე მეოთხე ოპერაციაა.