რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით,ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ბალოტნის მოედანზე გამართულ არეულობებში მონაწილეობდა და მას „კონკრეტული როლიც“ ჰქონდა განსაზღვრული.
საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზში აღნიშნულია,რომ ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპოზიციის ლიდერების ქმედებებს მოსკოვში „მილიონების მარშის“ მსვლელობისას, თუმცა პრესრელიზში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ აქციაზეა საუბარია.
“მილიონების მარში“ მოსკოვში 6 მაისს გაიმართა, რომელიც პოლიციასტან შეტაკებით დამთავრდა, ხოლო 12 ივნისს და 15 სექტემბერს გამართული აქციები მშვიდობიანად დასრულდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი მოთხოვნით მიმართავს ქართულ მხარეს გივი თარგამაძესთან დაკავშირებით და „სამართლებრივ დახმარების“ გაწევას მოსთხოვს.
მეორე რუსული ინტერნეტ-გამოცემა Life News რუსული ოპოზიციის ქმედებებში
ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თარგამაძის სურვილი იყო რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სერგეი უდალცოვის მეუღლეს ანასტასია უდალცოვას 12 ივნისის „მილიონების მარშის“ მსვლელობისას ერთ–ერთი ლიდერის როლი შეესრულებინა, ამის სანაცვლოდ კი დასავლეთიდან „სერიოზული დაფინანსება“ წამოვიდოდა.
Life News სხვა ვიდეომასალასთან ერთად, თარგამაძის, კონსტანტინე ლებედევის და ლეონიდ რაზვოზჟაევის საუბრის ჩანაწერებსაც აქვეყნებს.