მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრში დასაქმდა.
თეიმურაზ ბ-ს, სასამართლომ, 3 წლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროს დაავალა. მსჯავრდებულმა თიანეთის რაიონის კეთილმოწყობის სამსახურში განაჩენით განსაზღვრული პერიოდი უსასყიდლოდ, პირნათლად იშრომა.
მისი დახასიათების გათვალისწინებით, პრობაციის ბიუროს ხელმძღვნელობამ რეკომენდაციით მიმართა ადგილობრივ საწარმოებს თემურ მ-სთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც დადებითად გადაწყდა.
პრობაციონერი სერვის ცენტრის ტექნიკურ განყოფილებაში იმუშავებს და სტაბილურ ხელფასს მიიღებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში ჩაბმა წარმოადგენს.
პრობაციის რეგიონალური ბიუროები მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით მუდმივად აწარმოებენ მოლაპარეკებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან.