საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ნორიოს ბაზაზე იმყოფებოდა.
მინისტრმა პირადად დაათვალიერა ბაზის ტერიტორია და წვრთნებს დაესწრო.
შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა.