ABC News-ის ინფორმაციით, ავსტრალიური რადიო 2Day ბრიტანელი ექთნის ოჯახს 500 000 დოლარის კომპენსაციას გადაუხდის.
რადიოს დიჯეებმა მელ გრეიგმა და მაიკლ კრისჩენმა ლონდონის საავადმყოფოში დარეკეს და ექთანს თავი სამეფო ოჯახის წევრებად წარუდგინეს, რომლებსაც ქეით მიდლტონის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ.
საავადმყოფოს ყურმილი ექთანმა ჯასტინ სალდანმა აიღო.სიმართლის გარკვევის შემდეგ, სალდანმა სახლში დაბრუნებისას, თავი მოიკლა.სალდანს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ბრიტანეთის პოლიციამ სალდანის თვითმკვლელობას „გაურკვეველი“ უწოდა, რადგან ინფორმაცია მიდლტონის ფეხმძიმობის შესახებ დიჯეებისთვის, კონკრეტულად სალდანს არ მიუწოდებია,მან ტელეფონი პალატის ექთანთან გადართო.