ევრკავშირის სამი ქვეყნის მინისტრი სამხრეთ კავკასიის სამივე რესაპუბლიკას-საქართველოს,აზერბაიჯანს და სომხეთს მიმართვას უგზავნის და აღნიშნავს, რომ ევროპა ახლოსაა, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს რესპუბლიკებს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენევმა, შვედეთის პირველმა დიპლომატმა კარლ ბილდტმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სამდღიანი ტურნე დაიწყეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ბულგარული გამოცემის „Standart“-ის განცხადებით, როგორც მინისტრებმა გამგზავრების წინ აღნიშნეს, ევროპა ყოველთვის მზად იქნება დახმარება გაუწიოს ქვეყნებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განუხრელად დაიცავენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიის პრინციპების ერთგულები დარჩებიან.
12-15 დეკემებერს მინისტრები შეხვედრებს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის პოლიტიკურ ელიტასთან გამართავენ.