სააგენტო ISNA-ს ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ახალი უფერო მელანის გამოგონების შესახებ განაცხადა,რომლის გამოყენება სამხედრო მიზნების და უსაფრთხოების დაცვისთვის იქნება შესაძლებელი.
„ორი ტექნოლოგიის შერწყმით, ჩვენ შევძელით უფერო მელნიანი კარტირიჯის გამოგონება და მისი დაპატენტებაც მოვახდინეთ“,-განაცხადა კარტრიჯების მწარმოებელი ფირმის System Sakht-ის გენერალურმა დირექტორმა ალირეზ კამკარმა.
კამკარის განცხადებით, კატრიჯს შეუძლია როგორც ტექსტის, ასევე გამოსახულების ბეჭდვაც.
System Sakht-ის გენერალური დირქტორი ამჟამად ხელისუფლების მხრიდან, მასიური წარმოებისთვის პროექტის დაფინანსებას ელოდება.