თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ორის ნაცვლად, ერთი თვითმფრინავი მოემსახურება.
მისი თქმით, მეორე თვითმფრინავი სალიზინგო კომპანიას დაუბრუნდება და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო.
„კონკრეტული მიზეზი გახდა ის, რომ რეალურად ჩვენ გაქვს საკმაოდ დიდი დეფიციტი, პირველ რიგში, თავდაცვის ბიუჯეტში და როცა შესაძლოა, საფრთხის წინაშე რეალურად დადგეს ჯარის კვება, მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის, ელემენტარული ლოგიკაა, რომ გამართლებული არ არის. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ სალიზინგო კომპანიასთან შევწყვიტოთ აღნიშნული ხელშეკრულება და გამოსყიდვა, რადგან ძალიან დიდ და სერიოზულ თანხებზეა საუბარი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.