ტომას მელია: ლიდერი უნდა მსახურობდეს იმ ვადით, რა ვადითაც აირჩიეს

ტომას მელია: ლიდერი უნდა მსახურობდეს იმ ვადით, რა ვადითაც აირჩიეს

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ არჩეული ლიდერი უნდა მსახურობდეს იმ ვადით, რა ვადითაც აირჩიეს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ტომას მელიამ აშშ-ს საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ამ პროცესებს მონიტორინგს უწევს სამოქალაქო საზოგადოება და სწავლობს იუსტიციის სამინისტრო. ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული პროცესები არის ზოგადი წუხილის საგანი და ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით პროგრესი მიღწეული იქნება"- განაცხადა მელიამ.