ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება პარლამენტის კანცელარიაში უკვე ჩააბარა.
უწყებაში აღნიშნულია, რომ დავით საყვარელიძე მოწმედ არის დაბარებული და ის დასაკითხად ხვალ უნდა გამოცხადდეს.
დავით საყვარელიძე უწყებაში მოწმის სახით, დასაკითხად დღეს, 12:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასწრების მიზეზით არ გამოცხადებულა.