ამ წუთებში, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ შ.პ.ს „მაკნატუნას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, გუშინ, სამართალდამცველებმა „მაკნატუნას“ დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დაკავეს.
მათი განცხადებით, საწარმოს შემოწმების მიზნით და სასამართლოს განჩინების მოტივით, საწარმოში ფინანსური პოლიცია და შემოსავლების სამსახური შევიდა.
„საწარმოში მათი შესვლის საფუძველი 28 ლარიანი სხვაობით გამოწერილი სასაქონლო ზედნადები გახდა. გუშინვე ამოიღეს სერვერი და დირექტორი დააკავეს, რაც საწარმოს გაჩერების მიზეზი გახდა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გუმბერიძე გარკვეულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს, თუმცა, კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
საწარმოში სულ 80 ადამიანია დასაქმებული.