საქართველოს პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრთან შეკრებილ სოციალურად დაუცველ პირებს ხვდება.
ივანიშვილმა მოშიმშილეებს ბოდიში მოუხადა, რადგან მათი მოთხოვნები შესრულებული არ არის.
ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს ჯერ ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრა ურჩია, პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში კი, დაპირდა, რომ მათთან კონსულტაციებს თავად გამართავს.
სოციალურად დაუცველებმა რკინიგზის საავადმყოფოში, რომელშიც ოქტომბერში შეიჭრნენ ელექტროენერგიის შეყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლება მათ დაჰპირდათ, რომ შენობაში ელექტროენერგიას ჩაურთავდნენ, თუმცა დაპირება არ შესრულდა . სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ შენობის გამრიცხველიანება 21 ათასი ლარი ჯდება.