NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ მუსლიმანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, კერძო საკუთრებაში შეიკრიბონ და მსახურება ჩაატარონ.
კითხვაზე - „უნდა მიეცეთ თუ არა ქართველ მუსლიმანებს უფლება შეიკრიბონ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში და ჩაატარონ მსახურება?", გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ არ უნდა მიეცეს, 19%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინცინდენტს, გამოკითხულთა 73%-მა ამის შესახებ იცის, 21%-მა კი - არა.