ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ ნორმა, ძალაში მომავალი წლიდან არ შევა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადამ ერთი წლით გადაიწია.
ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. არსებული ინფორმაციით, მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება 2013 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა განახლებულიყო.