პიტერ იან ლანგერბერგი: ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა

პიტერ იან ლანგერბერგი: ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პიტერ იან ლანგერბერგის განცახდებით, ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რამაც შესაძლოა, საქართველოს იმიჯზე იმოქმედოს.

ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ კარგად იცით, რომ ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებები, მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები საზოგადოებისა და მედიის განხილვის მთავარი თემაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ საკითხებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და შეშფოთება გამოიწვია, რამაც შესაძლოა, საქართველოს იმიჯზე იმოქმედოს და ნამდვილად სამწუხარო იყოს. ყველა მთავრობამ უნდა გამოიძიოს სამართალდარღვევის ფაქტები, მაგრამ ეს კანონის უზენაესობის დაცვით უნდა მოხდეს" - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ იან ლანგერბერგმა.