შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აკონტროლებს. ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმასასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობრივი გზით ცვლილებებს. პოლიცია უმოქმედო არ არის, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ყველაფერს ფრთხილად ვეკიდებით. სიტუაციას ვაკონტროლებთ, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე არ ვმოქმედებთ, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პოლიციას ყველა ადამიანისადმი ექნება ადეკვატური მიდგომა პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა დაუსვა კითხვა, რატომ არის უმოქმედო პოლიცია ადგილობრივ თვითმმართველობების ირგვლივ მიმდინარე პროცესებში.