ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე 2014 წლის 1 იანვრიდან ერთიანი საპატენტო სისტემა ამუშავდება. აქამდე დაპატენტება ჯერ თავად ქვეყანაში, შემდეგ კი, რამდენიმე ინსტანციის გავლით, ევროკავშირის საერთო საბჭოზე ხდებოდა. ახალი ცვლილებით გამოგონების დაპატენტება ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოხდება და მას ძალა გაერთიანების მთელ ტერიტორიაზე ექნება.
გერმანელი პარლამენტარის ბერნარდ რაპკაის განცხადებით, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, რომელიც მრეწველობის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„ ბიუროკრატიაზე იხარჯებოდა უამრავი დრო, ენერგია და თანხები. ჩინელებს, მაგალითად, რაიმეს დაპატენტება 60-ჯერ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ევროპელებს. ახალი კანონი ევროპის ინტეგრაციას და მრეწველობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. ევროპელი გამომგონებლები უფრო შემოქმედებითად და აქტიურად იმუშავებენ“,–აცხადებს პარლამენტარი.