ამერიკამ  სირიის ოპოზციური კოალიციის ლეგიტიმაცია სცნო

ამერიკამ სირიის ოპოზციური კოალიციის ლეგიტიმაცია სცნო


ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის ეროვნული და რევოლუციური ძალების კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელია.

ობამას განცხადებით, კოალციაში ბევრი ძალაა შესული,რომლებიც სირიელი ხალხის ფართო ინტერესს წარმოადგენს და ეს კარგია.

„ჩვენს მიერ მათი ლეგიტიმურობის აღიარება, დიდი ნაბიჯი იქნება ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოსააშორებლად“, - აღნიშნა ობამამ.

ობამას განცხადებით, ამერიკას არ მოსწონს ყველა ის ძალა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, მაგალითად, „ჯებხატ ან ნუსრი“, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ალ ყაიდას დანაყოფია, თუმცა, ამერიკას სჯერა, რომ კოალიცია შეძლებს ქვეყანაში მშვიდობის და დემოკრატიის დამყარებას.