NDI კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს 17 დეკემბერს წარადგენს

NDI კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს 17 დეკემბერს წარადგენს


NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს 17 დეკემბერს წარადგენს. ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევა არჩევნების შემდგომი პერიოდის საზოგადოებრივ აზრს მოიცავს.
აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.