გერმანია: ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთი  ევროპაში ხმას კარგავს

გერმანია: ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთი ევროპაში ხმას კარგავს

გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ის  ევროპაში „ხმის უფლებას“ დაკარგავს.

„ბრიტანეთი დიდ შეცდომას დაუშვებს ევროპისა და მისი მომავლის წინაშე“,–აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

ეს განცხადება შოიბლემ ერთ–ერთ დახურულ დიპლომატიურ სადილზე გააკეთა.

ბრიტანული Times–ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ამ სადილს ესწრებოდა, გაკვირვებულიდარჩა გერმანელი მინისტრის ხისტი გამოსვლით.

ავტორის აზრით, ევროპა მეტად შეშფოთებულია იმით, რომ ბრიტანეთმა შესაძლოა ევროგაერთიანება დატოვოს.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერისა და ბრიტანეთის პრემიერის შეხვედრისას, ანგელა მერკელმა პირდაპირ განუცხადა დევიდ კემერონს, რომ „ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრიტანეთი კავშირში დარჩეს“.