ამნისტიის შედეგად, პირობითი მსჯავრი დაახლოებით 15 ათას პრობაციონერს შეუწყდება. ამის შესახებ დღეს for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, პრობაციის სამსახური პრობაციონერთა დიდი რაოდენობის გამო გადატვირთულია და აღნიშნული სამსახურის განტვირთვა აუცილებელია.
„პრობაციის სისტემაში 2 მთავარი პრობლემა არსებობდა. ეს იყო დამოუკიდებლობა და ამ სამსახურის საშინელი გადატვირთულობა, რადგან პრობაციის ერთ ოფიცერზე დაახლოებით 250-დან 300-მდე პრობაციონერი მოდიოდა. ასეთ პირობებში სრულიად შეუძლებელია რეალური კონტროლი, თუ რამდენად ასრულებენ პრობაციონერები იმ ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვთ კანონის შესაბამისად. დღეს ხდება ამ სამსახურის განტვირთვა“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, პრობაციონერებს, რომელთაც არ აქვთ დარღვევები და პირობითი მსჯავრის ნახევარი მოხდილი აქვთ, მათ განცხადებებს პრობაციის სამსახური განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ამნისტიის შედეგად 15 ათასზე მეტ პრობაციონერს შეუწყდება პირობითი მსჯავრი და ეს საკითხიც მოწესრიგდება. არანორმალური პრობაციები არსებობს, ხშირ შემთხვევაში ეს არის 17, 20, 25 წლიანი პირობითი მსჯავრი, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს უკვე სასამართლოებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმედია სასამართლოები შეცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას“ - განაცხადა სუბარმა.