გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების FARA-ს რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა.
ირაკლი ქადაგიშვილი თქმით, ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი, ამაში ფულია გადახდილი.
„გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს. ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი, ამაში ფულია გადახდილი. ამაში სხვა ინტერესები დევს. ის ინტერესები, რომლებიც აბსოლუტურად არ მოდიოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან კავშირში, მაგრამ ადამიანების ამ გაურკვევლობაში ყოფნით, ამ პროპაგანდისტული ლოზუნგებით, ამ შანტაჟის ენით ფიქრობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას, ზემოქმედების მოხდენას, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა რთული იყოს ამ ზეწოლის, ამ ტოტალური იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული წნეხის დაძლევა, სიმართლე მაინც, რომ იტყვიან თავის გზა-კვალს პოულობს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.