მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ, ყალბი პასპორტით ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ პასუხისმგებლობა გამოკვეთილი არ არის.
კბილაშვილი თქმით, ამ გადასახედიდან არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაპატიმრება მოხდება.
„არსებული მონაცემებით, ჯერ არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებლობა. ამ გადასახედიდან არ მიმაჩნია, რომ ვინმეს დაპატიმრება მოხდება. მერაბიშვილის დაკითხვა მოწმის სტატუსით მოხდა, თავად საქმეში არსებული ჩვენებები კი უერთიერთგამომრიცხავია. უნდა დადგინდეს, რომელ ჩვენებებს გავიზიარებთ ჩვენ და ამის მიხედვით შესაძლოა, განისაზღვროს ან არ განისაზღვროს ვინმეს პასუხისმგებლბა“, - განაცხადა კბილაშვილმა.