სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილნი.
ამის შესახებ სუბარმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
სუბარის განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხე გარემონტდა და ახალაია და ოქრუაშვილი ციხის სხვადასხვა საკნებში არიან მოთავსებულნი.