საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და იტალიის პრემიერმა მარიო მონტიმ ლიონში საფრანგეთ-იტალიის სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს ახალი პროექტის ამუშავებას. ეს არის ამბიციური ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტი, რომელიც საფრანგეთის ლიონს და იტალიის ტურინს დააკავშირებს.
„ჩვენ იტალიასთან სრული ჰარმონია გვაქვს ევროპულ პოლიტიკურ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ლიონ-ტურინის ჩქაროსნულიმატარებლის ხაზის აშენებას შევუწყოთ ხელი“,-განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
იტალიასა და საფრანგეთში ამ პროექტის მშენებლობის დაწყებამ პროტესტი უკვე გამოიწვია.
საზოგადოება აცხადებს, რომ პროექტისთვის 26 მილიარდი ევრო, რაც ამ პროექტში უნდა ჩაიდოს,არა მარტო ბუნებას დააზიანებს, არამედ ბიუჯეტის უაზრო ხარჯვით წილს გაზრდის.