საზოგადოების ნაწილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სოზარ სუბარს პეტიციით მიმართავს და ბაჩო ახალაის მე-7 საპყრობილედან გადაყვანას სთხოვს.
„გვჯერა, რომ ახალი მთავრობისა და თქვენს პირად ინტერესში არ შედის ახალაისთან ფიზიკური ანგარიშსწორება. მაგრამ, მიუხედავად თქვენი დაპირებისა, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, რომ „ქურდულმა სამყარომ“, რომლის გავლენაც საქართველოს ციხეებში სწორედ ბაჩო ახალაიამ აღკევთა, მასზე არ იძიოს შური. გთხოვთ, ყოველგვარი ეჭვისა და შესაძლო გართულების გამოსარიცხად, გადაიყვანოთ ბაჩო ახალაია იქ, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება“, - აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციას ხელს აწერს 87 ადამიანი, მათ შორის, მიშა თავხელიძე, თეა თუთბერიძე, ნათია კობერიძე, ლაშა ბერულავა, დეკანოზი იაკობ ეხვაია და ლელა ოჩიაური.