როდის გაჩნდა პირველი ქვიშის ქანდაკება არავინ იცის, თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, პირველად ეგვიპტეში დაიწყეს ქვიშის ქანდაკებების შექმნა.სწორედ ქვიშისგან იქმნებოდა პირამიდების ასლები.
სოციალური ქსელები სინგაპურელი მოქანდაკის Joo Heng Tan–ის ზღაპრულმა ნამუშევრებმა მოიცვა, რომელიც მესამედ გახდა მსოფლიოჩემპიონი ამ სახეობაში.
სინგაპურელმა ჯერკიდევ1990–იანი წლებიდან დაიწყო თავისი ზღაპრული ქანდაკებების შექმნა. 2000 წელს კი ნიდერლანდებში პირველად მოიპოვამსოფლიოში საუკეთესოს სახელი.ქვიშის სკულპტურის ზომებით 3x3–ზე შესაქმენლად,მას სულ რაღაც, ერთი დღე–ღამე სჭირდება,ზოგიერთი მათგანის დასამზადებლად კი 18 ტონა ქვიშაა საჭირო.
სამწუხაროდ, ქვიშის ქანდაკებები დიდხანს ვერ ძლებს, რადგან მხოლოდ ქვიშისა და წყლისგან იქმნება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,ყველაზე კარგი და მდგრადი ქანდაკება მაშინ გამოდის, როდესაც 8 წილ ქვიშაზე, 1 წილი წყალია გამოყენებული.