გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტამბულში ყოფნისას ხელი მოიტეხა. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ლავროვი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ხელის გიფსში ჩასმის შემდეგ,მან დაწესებულება დატოვა და ვიზიტის გაგრძელებას შეუდგა.
სერგეი ლავროვი სტამბულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად, ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.პუტინმა და თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ,მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ ხმები, რომლებიც პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ დადიოდა, გადაჭარბებული არ იყო. რუსეთის პრეზიდენტს იმდენად გაუჭირდა სავარძელში ჩაჯდომა,რომ ერდოღანი იძულებული გახდა, დახმარებოდა.