თურქეთის პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და სტამბულში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ვერ შეთანხმდნენ.
ერდოღანს მიაჩნია,რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, თუმცა ის ბაშარ ასადის ხელისუფლებას ემხრობა.
თავის მხრივ,პუტინმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს თურქეთის შეშფოთებას მის საზღვართან საომარი მოქმედებების გამო, თუმცა არ ეთანხმება რაკეტა „პატრიოტის“ განლაგებას სირიის საზღვართან.
„იცით, ეს რას ჰგავს? პიესის დასაწყისში კედელზე რომ თოფი ჰკიდია, ის პიესის დასასრულისთვის აუცილებლად გაისვრის, არ არის საჭირო ზედმეტი იარაღი საზღვარზე“,–აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
გავრცელებული მოსაზრება პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, დადასტურდა.გადაღებული ფოტომასალა მოწმობს იმას, რომპუტინს იმდენად გაუჭირდა სავარძელში ჩაჯდომა, რომ რეჯეპ ერდოღანის დახმარება დასჭირდა.