საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის წევრი ქვეყნების მინისტრების სხდომაში, ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის კოლეგებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეხვედრებს თავმჯდომარეობას გაუწევს ნატო-ს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი.