ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში 5 დეკემბერს გაიმართება. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე დაესწრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. მაია ფანჯიკიძე დღეს კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასევე, მონაწილეობას მიიღებს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დაესწრება.
ნატო-ს მინისტერიალი ოფიცილურად დღეს გაიხსნება და 5 დეკემბერს დასრულდება.