პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ცვლილებების ინიციატორი 80 დეპუტატია.
ცვლილება საქართველოს კონსტიტუციიდან 481 მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის ადგილსამყოფელსა და ადგილსამყოფელის დროებითი შეცვლის პირობებს.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ხსენებული საკითხების გადაწყვეტა კონსტიტუციური რეგულირების სფეროს ფარგლებს გარეთ გავა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ თებერვალში მოხდება. ამ ცვლილებას 2/3-ით უნდა ეყაროს კენჭი.