დაუზუსტებელი ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებმა იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულის გადასამოწმებლად from.ge იური მეჩითოვს დაუკავშირდა, თუმცა მის ნაცვლად, ჩვენს ზარს მისმა თანამშემწემ უპასუხა და აღნიშნა, რომ იური მეჩითოვი შეხვედრაზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, მეჩითოვი და ხუნდაძე თანამდებობებს ვერ დატოვებდნენ, რადგან ამ პოსტზე დანიშნულნიც არ იყვნენ.
„ალბათ, აღნიშნულზე განცხადებას კულტურის სამინისტრო გაავრცელებს. მე ვერაფერს გეტყვით, როგორ დატოვებდნენ თანამდებობებს, ისინი დანიშნულნიც არ იყვნენ, მინისტრს მათ ბრძანებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი“, - განაცხადა იური მეჩითოვის თანამშემწემ.
სააგენტო გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, თამუნა ჩიხლაძეს დაუკავშირდა.
როგორც from.ge - ის ჩიხლაძემ განუცხადა, ის თათბირზე იმყოფება და ჩვენს ზარზე შესაბამისად, კითხვაზე პასუხის გაცემას მოგვიანებით შეძლებს.
მინისტრის მოადგილეების თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვრცელდება.