რომის პაპმა ბენედიქტე XVI-ემ Twitter–ში საკუთარი ბლოგი გახსნა–@pontifex. დღეს,მიუხედავად არცერთი დადებული პოსტისა, პანტიფიკოსის ბლოგმა უკვე 56 000 ხელმომწერის შეგროვება მოახერხა.
როგორც პანტიფიკოსის პრეს-სამსახური აცხადებს,პირველი ჩანაწერები ბენედიქტე XVI-ეს ბლოგში 12 დეკემბრიდან გამოჩნდება. ისინი ვარაუდობენ, რომ ხელმომწერები რომის პაპს შეკითხვებსგამოუგზავნიან და ბლოგის ავტორისგან პასუხებსაც მიიღებენ.
Associated Press–ის ინფორმაციით, პაპის ტვიტერი ექვს ენაზე იფუნქციონირებს,მათ შორის არაბულზეც. შემდგომში რომისპაპის პრეს- სამსახური Twitter–ის აუდიტორიის გაფართოებას გეგმავს.