გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება უკვე შედგა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეთანხმება უკვე შედგა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობას. ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს შესაბამის დადგენილებას გაუგზავნის" - აღნიშნა ავალიანმა.
ამჟამად გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას ვახტანგ კაპანაძე ასრულებს, მანამდე კი, ეს თანამდებობა გიორგი კალანდაძეს ეკავა, რომელსაც სასამართლომ უფლებამოსილება გასულ თვეს შეუჩერა.