პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, ადამიანის უფლებების სფეროში, უჩა ნანუაშვილი ძალიან დიდ სიტყვას იტყვის.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ომბუდსმენობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი საკმაოდ კვალიციფიური სახალხო დამცველი იქნება.
მისი თქმით, უმრავლესობამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო.
„ღირსეული კანდიდატები იყვნენ. პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიციფიური სახალხო დამცველი, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უჩა ნანუაშვილს დახურულ ფორმატში დღეს შეხვდა. მისი კანდიდატურა ბიუროს წარედგინა და სავარაუდოდ, მის კანდიდატურა დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე 7 დეკემბერს