საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე - უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი“, - დასძინა მან.