პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისში უნდა იყოს.
როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, მსოფლიოში არცერთ კონსტიტუციაში არ წერია - თუ სად უნდა იმუშაოს პარლამენტმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ და მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ თებერვალში მოხდება, როდესაც ცვლილებებს 2/3-ით უნდა ეყაროს კენჭი“, - დასძინა მან.
პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.