აზერბაიჯანში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „აზერბაიჯანი 2020: მზერა მომავლისკენ“, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის, კომპანია „PWC აზერბაიჯანის“და ახალგაზრდული ფონდის ხელშეწყობით იმართება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რამიზ მეხტიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონში საკუთარი ეკონომიკური განვითრების მოდელი შექმნა.
„ ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისთვის მნშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო ლიდერის გეიდარ ალიევის პოლიტიკურმა კურსმა, რომელმაც ხელი შეუწყო მსოფლიოში არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ რეგიონის ინტეგრაციასაც.ამ კურსმა შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანის მონაწილეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილსი-ერზრუმის ნავთობსადენების პროექტებში“,- განაცხადა მეხტიევმა.
.