არც ერთი ჰესი არ უნდა აშენდეს ღრმა ანალიზისა და შესწავლის გარეშე. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იგი პირადად ჩავა ყველა ცხელ წერტილში და ჰესებთან დაკავშირებით სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.
„ჰესების საკითხი ძალზე მწვავეა, ამ საკითხს სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. არც ერთი ჰესი არ უნდა აშენდეს ღრმა ანალიზისა და შესწავლის გარეშე. უნდა მოხდეს ფინანსურ-ეკონომიკური და გარემოს შესწავლა, შემდეგ კი, ობიექტური დასკვნების დადება, რათა გარემოზე შეუქცევადი გავლენა არ მოხდეს. ყველა დასკვნა საკითხის ფუნდამენტურად და ძირფესვიანად შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული" - განაცხადა გოგალაძემ.