საქართელოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა პალესტინისათვის სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე, კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან არამეგორბული ჟესტი იყო.
„საქართველოს მხრიდან, ეს არამეგობრული ჟესტი იყო, თუმცა ეს არ ცვლის ურთერთობებს და გრძელდება მოლაპარაკებები, როგორც სავაჭრო ასევე ეკონომიკური. საქართველოს პოზიცია სამწუხარო მოულოდნელობა იყო, ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს საქართელოსთან და ეს არც დღეს დაწყებულა და რაც ხვალ დამთავრდება.
არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შედეგად შეიქმნა. ისრაელმა წარსულში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის მომხრეა, თუმცა ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პირდაპირი მოლაპარაკებები. ეს არის გზა, რამალასა და იერუსალიმს შორის, რომელსაც მანქანით სულ რაღაც ათ წუთამდე სჭირდება. არ არის აუცილებელი ამისთვის ათი საათი იფრინო ნიუ-იორკამდე. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დამოუკიდებლობის საყოველთაო დეკლარაციით ვერ შექმნი სახელმწიფოებს და ვერც წვლილს შეიტან რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,- განაცხადა ისრაელის საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.