Reuters–ისინფორმაციით, ნიგერიის ჩრდილო -აღმოასავლეთით ერთ-ერთ ქრისტიანულ სოფელში მუსლიმანურმა “ბოკო ხარამის“დაჯგუფების წევრებმა 10 ქრისტიანი მოკლეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მებრძოლები ღამით შეიჭრნენ სოფელში და მძინარე ადამიანები საწოლებში ჩახოცეს,შემდეგ კი მათი სახლები გადაწვეს.
გუშინვე “ბოკო ხარამის“ წევრებმა სამი ქრისტიანული ეკლესია და პოლიცის განყოფილება გადაწვეს. დაღუპულია ორი სამართალდამცავი.
„ბოკო ხარიატის“ორგანიზაცია მოწოდებით გამოდის ნიგერია შარიათის კანონებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.
ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა, თუმცა ქრისტიანთა და მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები მათ 2010 წლიდან დაიწყეს. მარტო 2012 წელს მათი მსხვერპლი უკვე700–მდე ადამიანი გახდა.