შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით – „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გასცა პასუხი ყალბ დილემაზე, თითქოს არჩევანია ევროპასა და არაევროპას შორის და ახლაც მცდელობაა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემა დააყენონ.

შედიან იგივე მდინარეში, რომელშიც შარშან შევიდნენ. ეს ხომ უკვე სცადეს, რომ ქართველი ამომრჩეველი დააყენეს ცრუ დილემის წინაშე, გამოიგონეს ყალბი დილემა, თითქოს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამ ყალბ დილემაზე პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა. ახლაც არის მცდელობა, რომ ასეთი ცრუ დილემა დააყენონ მოსახლეობის წინაშე, თითქოს საკითხო უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ან არ გაუქმებას ეხება. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რათა რაღაცნაირად ემოციებზე ითამაშონ, რაც არის ყველაზე არაევროპული ქცევა, რომელსაც გეოგრაფიული ევროპიდან ჩვენ დღეს ვხედავთ. ამ ყველაფერს, რაც მთავარია, მოაყოლეს შემდეგ უკვე ნაცადი ღლიცინი ოჯახურ ღირებულებებზე და რაღაცნაირად აგდება საკითხისა, ამის დაყვანა იმაზე, კაცები უნდა დავათხოვოთ, თუ რჩეული ქალ-ვაჟები მივგვაროთ ვინმეს ბრიუსელში. ამ დონის გაღლიცინებაა, ყველა მათი კონტრაქტორი ენჯეო“ ამაზე ლაპარაკობს, ერთის გარდა. ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურად შეუძლია, პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც რატომღაც, არსად ჩანს.

ეს დღეებია, კალთები დაიხიეს, როგორც იტყვიან, ენჯეოებმა“ და პროპაგანდისტულმა მედიამ, თითქოს არავინ არ ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არავინ არ ითხოვს ამას, არავინ არ ითხოვს იმას, არავინ არ ითხოვს პროპაგანდას. თუ არავინ არ ითხოვს, რა პრობლემა არის ამ კანონის, მაშინ აგვიხსნან. მაშინ გამოდის, ამ კანონის პრობლემა არის, რომ 17 მაისი დასვენების დღეა. მაშინ გვითხრან,17 მაისი დასვენების დღე რომ წერია, ეს არის ვინმეს პრობლემა და გავიგებთ, გვეცოდინება. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და ევროკავშირის ელჩი ემალება ამ კითხვებს.

გაგვცეს პასუხი, მაგალითად, ამ კანონით აკრძალულია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს პრობლემა არის თუ არა მათთვის? უნდა გავაუქმოთ ეს აკრძალვა? ამას გვეუბნებიან? ხომ ამბობენ, კანონი გააუქმეთ სრულადო, კი არ დააკორექტირეთ, ცოტათი ჩაასწორეთ. მიუღებელია, სრულად გააუქმეთო. ანუ, ის, რომ აკრძალულია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს გავაუქმოთ? ის, რომ აკრძალულია, პირადობის მოწმობაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწეროს ბიოლოგიური სქესის გარდა სხვა სქესი, ეს აკრძალვა მიუღებელია? უნდა გავაუქმოთ უნდა? ამას გვეუბნებიან, თუ არ გვეუბნებიან და ა.შ. უმარტივესი გზაა, ნაცვლად ამ ღლიცინისა, რომელიც კვლავ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებულ ენჯეობს“ აქვთ ატეხილი, თავად ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და გვიპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, დაისვენებენ მისი მიმდევრებიც, რომ ეცოდინებათ პასუხი, ითხოვ თუ არა რაღაცის გაუქმებას. ნაცვლად ამ პასუხისა, სხვათა შორის, მივიღეთ კიდევ ერთი თავდასხმა“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.