სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 100-მდე პატიმარი დატოვებს.
მისი თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ფაქტობრივად მუდმივმოქმედი გახდა და თვეში ორჯერ საბჭოებისა და კომისიის მიერ პატიმრების განცხადებები იხილება.
როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, დღეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით საპატიმროებს რამდენიმე ქალი პატიმარიც დატოვებს.
სასჯელაღსრულების მინისტრის #5 ქალთა დაწესებულებაში იმყოფება.