საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს ხვდება.
პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ბიზნეს-ცენტრში მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, სოროსი და ივანიშვილი ერთმანეთს გუშინ საღამოსაც შეხვდნენ.
ცნობისთვის, სოროსი საქართველოს გუშინ ეწვია. „ღია საზოგადოება -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ხუციშვილის თქმით, ჯორჯ სოროსის ვიზიტი არაოფიციალურია და მიზნად ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ისახავს.