ილია მეორე: ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა უცხოეთში ყოფნა, მაგრამ  მუდამ ჩემთან იყავით

ილია მეორე: ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა უცხოეთში ყოფნა, მაგრამ მუდამ ჩემთან იყავით

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნდა.  დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების ტაძარი მოილოცა.

„ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა უცხოეთში ყოფნა, მაგრამ თქვენ მუდამ ჩემთან იყავით“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც წუხელ, ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ, პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.

ილია მეორემ სამების ტაძარი მოილოცა და შეკრებილი მრევლი დალოცა.

უწმინდესმა მათ მცირე ქადაგებითაც მიმართა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღვთის მადლითა და მრევლის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდა.

უწმინდესის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩეხეთიდან გუშინ, 21:00 საათზე დაეშვა.

პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი გალობით შეხვდა. ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა.