დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროკავშირის კუთხე გაიხსნება. ღონისძიება ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ მიერ დაგეგმილი პროექტის „საქართველო ევროპა“ ფარგლებში ტარდება.
ღონისძიების პარალელურად ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პროექტის „საქართველო ევროპა“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. დაჯილდოვების ცერემონიალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი დაესწრება. ასევე დაგეგმილია ევრო კავშირის და პროეტ „საქართველო ევროპაში“ თემაზე მოხსენების გაკეთება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გარდა, ევროკავშირის კუთხეები საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში გაიხსნება.