საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების ფინანსურ პოლიციებში მასიურად დაბარება ხდება და მათთვის პირობის წაყენება - ან გადადექი, ან შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მსგავს ფაქტებს ადგილი წალენჯიხაში, მარნეულსა და ფოთში ჰქონდა.
„როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობებზე ზეწოლის კოორდინირებული კამპანია მიმდინარეობს. თქვენ, ალბათ ნახავდით რა ვითარება იყო მარტვილში. ამ ყველაფერს ფიზიკური ზეწოლისა და შენობაში შევარდნის ფაქტი დაემატა. ადგილობრივი ფინანსური სამსახურები ერთი და იგივე კოორდინატორს ასახელებენ. კერძოდ, ისინი დავალებას იღებენ ვინმე გიგა ახვლედიანის მხრიდან, რომელიც ფინანსური პოლიცის უფროსის მოადგილეა. გიგა ახვლედიანი თბილისში დაკავებულია იმით, რომ ყველა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებზე, საკრებულოს თავმჯდომარებზე, წევრებსა და გამგეობებზე ზეწოლას ახოციელებს და ისინი თანამდებობებს თუ არ დატოვებენ, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ემუქრებათ“, - დასძინა გაბაშვილმა.
კანონმდებელი სამართამდამცველ უწყებებს მოუწოდებს როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე შანტაჟისა და ძალადობის ფაქტებით დაინტერესდნენ.