26-27 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „კიევ პოსტ“ -ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან პარტნიორობით იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 ნოემბერს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.
უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე და მონაწილეობას მიიღებს არსენია იაცენიუკის ფონდის „ამოაჩინე უკრაინა“-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში. დისკუსიის თემაა - „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის". მიხეილ სააკაშვილისა და ფონდის დამფუძნებლის საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება.